ოზურგეთის მერიამ ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე ქალებისთვის მედიკამენტების თანადაფინანსება დაიწყო

 

2023 წლის 1 იანვრიდან ოზურგეთის მერიამ ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე ქალებისთვის მედიკამენტების თანადაფინანსება დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაციას მერია ავრცელებს.

„ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე ქალებისთვის მედიკამენტების (ჰერცეპტინი, პერჯეტა, ლაპატინი, ტაივერბი, ფესგო) თანადაფინანსება დავიწყეთ.

ეს პროგრამა არსებითად დაეხმარება ჩვენს თანამოქალაქეებს დაავადებასთან ბრძოლაში და აგრძნობინებს მათ, რომ კიბო განაჩენი არ არის და ისინი მარტო არ არიან“, –  განაცხადა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.

მსგავსი სტატიები