ოზრუგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის და სოციალ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ 2 საკითხზე იმსჯელეს.
კომისიამ განიხილა, ,,მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” და მიზნაშეწონილად მიიჩნია, აღნიშნული დადგენილების პროექტის საკრებულოს სხდომაზე წარდგენა განხილვისა და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაყენების მიზნით.
აგრეთვე, დარგობრივმა კომისიის წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს 2022 წელს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში, რომელიც მიღებულ იქნა ცნობად.