ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
დარგობრივი კომისიის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე განხილვა-დამტკიცების მიზნით შემდეგი განკარგულების პროექტის წარდგენა: ,,მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლოს მქონე პირთა უფლებების დაცვის 2024 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.“
ასევე, განათლების კომისიის წევრებმა მოისმინეს და დამაკმაყოფილებლად შეაფასეს ა(ა)ი.პ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ,,სამუზეომო გაერთიანების”; ა(ა)ი.პ ,,სპორტის განვითარების ცენტრისა“ და ა(ა)ი.პ ,,საბიბლიოთეკო გაერთიანების” მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშები, რომლებიც მიღებულ იქნა ცნობად.
#ოზურგეთი2024