ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც ,,მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების კორექტირებული პროექტი განიხილეს.
კომისიის წევრებმა დადებითი დასკვნა შეიმუშავეს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს, კორექტირებული პროექტის წარდგენა საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვა-დამტკიცების მიზნით.