დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, საკრებულოს სხდომაზე განხილვა-დამტკიცების მიზნით, შემდეგი განკარგულების პროექტის წარდგენა: ,,რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტის მოწონების თაობაზე“.