დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 დეკემბრის N17 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
საკითხთან დაკავშირებით, ვრცელი ინფორმაცია კომისიას მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა წარუდგინა და საკრებულოს წევრების შეკითხვებს უპასუხა.
კომიისიის წევრებმა დადებითი დასკვნა შეიმუშავეს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი დადგენილების პროექტი წარდგენილ იქნას საკრებულოს სხდომაზე განხილვისა და დამტკიცების მიზნით.