დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო და განათლების , კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა.კომისიის წევრებმა ინფორმაცია მოისმინეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის გეგმის შესრულების ძირითადი პარამეტრების, შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა ცნობად.საკრებულოს წევრებმა დადებითი დასკვნა შეიმუშავეს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის გეგმის შესრულების ანგარიში“ წარდგენილ იქნას საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს სხდომაზე განხილვისა და ცნობად მიღების მიზნით.