კომისიების ერთობლივი სხდომა

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო და განათლების , კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა.

კომისიის წევრებმა ინფორმაცია მოისმინეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების შესახებ.

საკრებულოს წევრებმა დადებითი დასკვნა შეიმუშავეს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს    მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტი „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების შესახებ“  შეტანილ იქნას ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე  განხილვისა და დამტკიცების მიზნით.

მსგავსი სტატიები