კომისიის სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.

საკრებულოს წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს საკრებულოს სხდომაზე განხილვა-დამტკიცების მიზნით შემდეგი განკარგულების პროექტის წარდგენა: ,,ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილის ბიუსტის განთავსების საკითხის თაობაზე.“

ასევე, ცვლილება იგეგმება ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების შესახებ“ დადგენილების პროექტში.

კომისიის დასასრულს , საკრებულოს წევრებმა მზრუნველობა მოკლებულთა ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამის შესრულების ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ, ინფორმაცია მოისმინეს.

 

მსგავსი სტატიები