ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე ორ საკითხზე იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა ინფორმაცია მოისმინეს ოზურგეთში რეგისტრირებული უსახლკაროების
თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ და მზრუნველობამოკლებულთა
ერჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამის შესრულების ფაქტობრივი მდგომარეობის თაობაზე.
სხდომა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მერიის სოციალური სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმცია ცნობად იქნა მიღებული.
მსგავსი სტატიები