GITA-ს გრანტის გამარჯვებულები და ტექნოპარკის პროგრამები

🔵 სოფელ ლიხაურში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სერვისების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, სახელმწიფო რწმუნებულთან გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძესთან ერთად დაესწრო.

🚀 ოზურგეთის ტექნოპარკის ხელმძღვანელმა, ავთო თავდიშვილმა, საზოგადოებას ტექნოპარკში არსებული სერვისების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომლითაც სარგებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ასევე, ისაუბრა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიმდინარე საგრანტო კონკურსებისა და პრეაქსელერაციის პროგრამის შესახებ.

დღესვე, რწმუნებულმა და მერმა, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში, „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს GITA“ მიერ გამოცხადებული პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტი – რეციკლირებაზე დაფუძნებული ეკონომიკა – 3D საამქრო მოინახულეს.

📌 30 000 ლარიანი გრანტი დავით ვაშაყმაძემ, ვახტანგ დოლიძემ და საბა სირაძემ მოიპოვეს. მეწარმეები სამომავლოდ გეგმავენ ამ თანხით დეკორატიული ფილების წარმოებას, ხმის საიზოლაციო მასალის, როზეტებისა და სხვადასხვა სამშენებლო ინვენტარის შექმნას, რაც აგებული იქნება რეციკლირებაზე ანუ პლასტმასის ნარჩენის გადამუშავებაზე.

 

       

მსგავსი სტატიები