ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
„27 მაისი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო დღეა!
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თითოეულ თანამშრომელს ვულოცავ პროფესიულ დღეს!
მადლობას გიხდით ოზურგეთის სახელით, ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვის და არაერთი გადარჩენილი სიცოცხლისთვის!
ყოველთვის ვიამაყებ წლებით, როცა ერთ-ერთი თქვენთაგანი ვიყავი და თქვენთან ერთად ვიმუშავე.
მთელს სამსახურს, ხელმძღვანელ რგოლს და სამედიცინო პერსონალს გისურვებთ წარმატებებს და წინსვლას პროფესიულ საქმიანობაში!“ – აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.