ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ 6 საკითხზე იმსჯელა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში აისახა შემდეგი პროექტები: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების შესახებ; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების შესახებ; „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის ადმინისტრაციული ერთეულის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“.
ბიუროს გადაწყვეტილებით, მუდმივ მოქმედი კომისიები განიხილავს და საკრებულოს სხდომაზე დასკვნას წარადგენს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 დეკემბრის N 17 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
ხოლო დარგობრივი კომისია იმსჯელებს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“.
მუნიციპალიტეტის მერიას რეაგირებისთვის გადაეგზავნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის მიერ ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი პეტიცია „სოფელ ნაღობილევში სასმელი წყლით უზრუნველყოფის შესახებ“.