ზემო ნატანების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო ნატანების 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის საჭირო სამუშაოების 70 % უკვე შესრულებულია.
პირველად, სოფლის ისტორიაში წყალმომარაგების ცენტრალიზებული ქსელი, ჭაბურღილები, რეზერვუარი და საქლორატორო ეწყობა.
პროექტის შედეგად ნატანების მოსახლეობა, უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, სამუშაოებს 3 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.