ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, 2024 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტის განხილვა გრძელდება.
მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტზე საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიამ იმსჯელა.
აღინიშნა, რომ ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით არის წარმოდგენილი.
პროექტის მიხედვით 2024 წლის ბიუჯეტი 37 750.0 ათას ლარს შეადგენს, რომელიც პრიორიტეტებში გადანაწილდება.
კომისიამ დადებითი დასკვნა შეიმუშავა და მიზანშეწონილად მიიჩნია კორექტირებული პროექტის წარდგენა საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვა-დამტკიცების მიზნით.
აგრეთვე, კომისიის წევრებმა საკრებულოს სხდომაზე განხილვა-დამტკიცება მიზანშეწონილად მიიჩნიეს, შემდეგი დადგენილების პროექტის: ,,მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ.
ცვლილება იგეგმება ,,მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“; და ,,მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების პროექტებში. ასევე, იმსჯელებენ ,,მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.