სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, მორიგი პროექტის განხორციელებას იწყებს.
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, ოზურგეთის საკრებულოს, მერიისა და პოლონეთის სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში წარმომადგენლებს შორის.
ოზურგეთი საგანმანათლებლო პროგრამაში, “Academy of Fundraising” ჩაერთვება. პროექტის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგები ფონდებისა და ფინანსური რესურსების მოძიების სწავლების მიზნით.
ასევე, თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს პროექტის შესახებ, რომელიც ეხება “ყოვლისმომცველი, მოდერნიზებული ახალგაზრდული ინფრასტრუქტურა
ოზურგეთში”, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და სოციალურ
პარტნიორებს შორის გაძლიერებული თანამშრომლობის ხელშესახები მაგალითი ექსტრაბიუჯეტური გრანტების მართვაში. ეს დაეხმარება ოზურგეთს, შექმნას
ხელსაყრელი გარემო ახალგაზრდებისთვის, დარჩენისა და რეგიონის განვითარებისთვის. SFPL-მა მოიპოვა სახსრები ახალი დემოკრატიის ფონდიდან, ოზურგეთის ადგილობრივი განვითარების მხარდასაჭერად.
პოლონეთის სოლიდარობის ფონდს PL საქართველოში ოზურგეთთან წლებია წარმატებით თანამშრომლობს და არა ერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.
მსგავსი სტატიები