რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით ქალაქ ოზურგეთში, გენო ჩხაიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, გზასთან ერთად მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე არხები. სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 1 250 000 ლარს შეადგენს, წლის ბოლომდე დასრულდება.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეებთან ერთად გაეცნო.