🎭 ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის IV საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დასრულდა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საკანონმდებლო, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ნოდარ დუმბაძის სახელობის IV საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს 5-15 ივლისს უმასპინძლა. წელს ფესტივალი ნოდარ დუმბაძის დაბადების 95-ე წელს და ოზურგეთის თეატრის დაარსების 155-ე წლისთავს მიეძღვნა. ათი დღის განმავლობაში ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მაყურებელმა ნახა უცხოეთის შვიდი თეატრის რვა და 18 ქართული თეატრის 18 წარმოდგენა. ნოდარ დუმბაძისა და ქართველი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი 26 სპექტაკლის დევიზი იყო – „ნოდარ დუმბაძე – ქართული მწერლობა“.