ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში აქტიურად მიმდინარეობს ვაკე-ზედუბანი-ორმეთის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია.
პროექტის ფარგლებში, ეწყობა 3 278 მეტრი სიგრძის გზა, სანიაღვრე არხები და ეზოებში შესასვლელები. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, საკრებულოს წევრებთან, მერთან, ავთანდილ თალაკვაძესთან, და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
მსგავსი სტატიები