რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით, სოფელ შრომაში გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
რეაბილიტაციის პროცესს ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ლავრენტი ბიგვავასთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად გაეცნო.
„ოზურგეთელებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას ვასრულებთ – სოფელ შრომაში, ვაკე-ზედუბანი – ორმეთის დამაკავშირებელი გზის სრულ რეაბილიტაციას ვაკეთებთ. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა 3 278 მეტრი-სიგრძის გზა, სანიაღვრე არხები და ეზოებში შესასვლელები. პროექტის ბიუჯეტი 3 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩვენი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის!,“- აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.