ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მერიის დაფინანსებით გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესს ადგილზე ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეებთან ერთად გაეცნო.
„ვასრულებთ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას – ამჯერად, დაბა ლაითურში ვაკეთებთ გზის რეაბილიტაციას. სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 2 378 994 ლარს შეადგენს, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში დასრულდება. შედეგად, მოეწყობა 3 300 მეტრი სიგრძის გზა.
ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ მინისტრს და მთავრობას ჩვენი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.