შეხვედრა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის ფარგლებში

ოზურგეთის მერიის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის – ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა.

საკრებულოს სხდომათა დარბაზში, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა, ხათუნა სურგულაძემ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლებმა, მონაწილეებს ბიზნეს გეგმის პროექტის მომზადების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების სოციალურ – ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამა“, მიზნად ისახავს სოციალურ ეკონომიკურ გაძლიერებას, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრების მხარდაჭერას, აგროტურისტული პოტენციალის განვითარების, მათ შორის სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობას.

მსგავსი სტატიები