ოზურგეთის მერია 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის – ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის ფარგლებში, საპროექტო განცხადებების მიღებას იწყებს.
პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული/თვითდასაქმებული ოჯახების, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრების მხარდაჭერა; იმ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, რომელთა მიმდინარე/სამომავლო საქმიანობა მიმართულია ადგილობრივი წარმოების ზრდის, აგროტურისტული პოტენციალის განვითარების, საოჯახო მეურნეობის გაფართოებისა და პოპულარიზაციისკენ. ასევე, ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობა, მათ შორის სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება.
საპროექტო წინადადება უნდა შეესაბამებოდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 ივლისის №25 დადგენილებით“ განსაზღვრულ პროგრამის მიზნებსა და აღწერილობას.
მონაწილეობის მსურველებმა საპროექტო წინადადება, განცხადებასთან ერთად, 27 ივნისიდან – 26 ივლისის ჩათვლით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ (მის: მერაბ კოსტავას ქ. №1) ან გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე – meriaozurgeti2018@gmail.com
საპროექტო ფორმა
25-dadgenileba