„ქალთა ოთახში,“ 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამა განიხილეს.
ოზურგეთის მერიის საინვესტიციო პროექტების განყოფილების თანამშრომლებმა ისაუბრეს პროგრამის შესახებ, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულების ოჯახების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრების მხარდაჭერა; იმ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, რომელთა მიმდინარე ან სამომავლო საქმიანობა მიმართულია ადგილობრივი წარმოების ზრდის, აგროტურისტული პოტენციალის განვითარების, საოჯახო მეურნეობის გაფართოებისა და პოპულარიზაციისკენ.
ასევე, გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობისკენ და სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ.
შეხვედრას, ოზურგეთის მერის მოადგილე ნათია გოლიაძე, „ქალთა ოთახის“ წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.