მერიის ახალი პროექტი – „ზაფხულის საღამოები ოზურგეთში” დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლების კონცერტები ჩატარდება.
პროექტის ფარგლებში დღეს პირველი კონცერტი ანსამბლმა „რეხეულმა“ გამართა, რომელსაც ოზურგეთის მერის მოადგილე, ნათია გოლიაძე, მოქალაქეებთან ერთად დაესწრო.