ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის – „შემოქმედებითი ოზურგეთის“ ფარგლებში საპროექტო განაცხადების მიღებას.
პროგრამის მიზანია ახალგაზრდული იდეების მხარდაჭერა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების – ქუჩის მხატვრობის, ფოტოგრაფიის, შემოქმედებითი ინსტალაციის, ურბანული და კონცეპტუალური ხელოვნების, შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვადასხვა დარგის განვითარების ხელშეწყობა; ასევე ტურიზმის პოტენციალის ზრდა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ხელშეწყობა.
საპროექტო წინადადება უნდა შეესაბამებოდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 დეკემბრის №17 დადგენილების მე-16 მუხლით განსაზღვრულ „შემოქმედებითი ოზურგეთის“ პროგრამის მიზნებსა და აღწერილობას.
მონაწილეობის მსურველებმა 12-დან 22 სექტემბრის ჩათვლით საპროექტო წინადადება განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში (მის: ოზურგეთი, მერაბ კოსტავას ქ. N1) ან ელ. ფოსტაზე – meriaozurgeti2018@gmail.com
საპროექტო განაცხადი