ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ „სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყო.
აღნიშნული პროგრამის მიზანია – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების ქმედითი მხარდაჭერა, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, სოციალური მიზნების მქონე სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა, მათ შორის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობა.
საპროექტო წინადადება უნდა შეესაბამებოდეს ოზურგეთის საკრებულოს 2022 წლის 7 სექტემბრის №30 დადგენილებით განსაზღვრულ სოციალური მხარდაჭერის პროგრამის მიზნებსა და აღწერილობას.
მონაწილეობის მსურველებმა 14-დან 22 ნოემბრის ჩათვლით საპროექტო წინადადება განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში (მის: მერაბ კოსტავას ქ. N1) ან ელ. ფოსტაზე – meriaozurgeti2018@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: 557 35 00 33, 596 11 53 00
დანართი #2
2022 წლის 7 სექტემბრის №30 დადგენილება