ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანებაში, მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილი 44 პედაგოგი დააჯილდოეს.
პედაგოგებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და მადლობის სიგელები გადასცეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, მერმა ავთანდილ თალაკვაძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლელა იმედაშვილმა.