მერიის პროგრამით დაფინანსებული პროექტების შუალედური მონიტორინგი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ქვეპროგრამის – „სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ორი პროექტი დაფინანსდა.

დღეს, ოზურგეთის მერის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, შუალედური მონიტორინგის მიზნით, აღნიშნული პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული ააიპ „ქველის საქმე,“ ააიპ „ღია სივრცე – სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა და განვითარება“ ობიექტები დაათვალიერა.

მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსი გასული წლის ნოემბრის თვეში გამოცხადდა. მისი მიზანი გახლავთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის საფუძველზე, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების ქმედითი მხარდაჭერა, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, სოციალური მიზნების მქონე პროექტებში ჩართულობა, ასევე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობა.

    

მსგავსი სტატიები