სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებსა და სერვისებზე, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ოზურგეთში შეხვედრები გრძელდება.
ამჟამად, საინფორმაციო შეხვედრები დვაბზუს, ბაილეთის, ნაგომრის, შემოქმედის, ნატანების, სილაურის, ძიმითის, ჭანიეთისა და ჯუმათის სოფლებში ჩატარდა.
ოზურგეთის მერის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ, ადგილობრივებს ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე, რომელსაც ახორციელებს „აწარმოე საქართველო,“ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და სხვა. ასევე, მერიის საინვესტიციო პროექტების განყოფილების თანამშრომლებმა წარადგინეს პრეზენტაციები და დაინტერესებულ მოქალაქეებს კონსულტაციები გაუწიეს.
აღნიშნული შეხვედრები, მუნიციპალიტეტში ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობისა და ადგილობრივ მეწარმეთა მხარდაჭერის მიზნით იმართება.