ინფრასტრუქტურული სამუშაოები ოზურგეთში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამჯერად, კონჭკათისა და თხინვალის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სანიაღვრე არხებისა და გაბიონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესს ადგილზე ოზურგეთის მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძე, მერის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტები, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში 1 216 145 ლარით ფინანსდება.

    

მსგავსი სტატიები