ოზურგეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს:
ხდება მეწყერის შედეგად დაზიანებული გზების და კრიტიკული მონაკვეთების აღდგენა
სახიდე გადასასვლელებისა და გაბიონების მოწყობა
სოფლებში მიმდინარე სამუშაოებს, ოზურგეთის მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძე ადგილზე გაეცნო. პროექტები „სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების“ ფარგლებში ფინანსდება.