ოზურგეთში საგზაო – ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ხდება დაზიანებული გზების და კრიტიკული მონაკვეთების აღდგენა
სახიდე გადასასვლელებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა
სოფელ დვაბზუში და ანასეულის დასახლებაში შიდა გზების რეაბილიტაცია
სოფელ სილაურში – მდინარე რობაზე ხიდის მშენებლობა
პროექტები სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.