სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელებას იწყებს.

დღეს, საკრებულომ მერიის მიერ ინიცირებულ დადგენილების პროექტზე, რომელიც სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამას ეხება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

პროექტი ითვალისწინებს, თვითმმართველობის ორგანოებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობით მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას.
კერძოდ: სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, სოციალური მიზნ(ებ)ის მქონე პროექტებში მათი ჩართვის გზით; სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების მოტივირებას და თვითრეალიზაციის ხელშეწყობას/ქმედით მხარდაჭერას, მათ შორის სოციალური საწარმოების დაფუძნების / განვითარების ხელშეწყობის გზით და დასაქმების ხელშეწყობას.

დადგენილების პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების წესს მოიცავს, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად 20 დღე განისაზღვრა.

ვრცლად პროექტი იხილეთ: http://ozurgeti.mun.gov.ge/?p=13794

 

 

მსგავსი სტატიები