ოზურგეთის მუნიციპალიტეტის „სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ საპროექტო განაცხადის ფორმა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის – „სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში საპროექტო განაცხადების მიღებას.

პროგრამის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების ქმედითი მხარდაჭერა, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, სოციალური მიზნების მქონე სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობა.

საპროექტო წინადადება უნდა შეესაბამებოდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 სექტემბრის №30 დადგენილებას და მე-17 მუხლით განსაზღვრულ სოციალური მხარდაჭერის პროგრამის მიზნებსა და აღწერილობას.

მონაწილეობის მსურველებმა 9-დან 18 ნოემბრის ჩათვლით საპროექტო წინადადება განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში (მის: მერაბ კოსტავას ქ. N1) ან ელ. ფოსტაზე – meriaozurgeti2018@gmail.com

 

matsne-5562242-0

მსგავსი სტატიები