კომისიის სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა.

საკრებულოს წევრებმა ინფორმაცია მოისმინეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის მესამე კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის  შესახებ. საკითხთან დაკავშირებით კომისიის წევრების შეკითხვებს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა  უპასუხა.

სხდომაზე აღინიშნა, რომ  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის მესამე კვარტლის ბიუჯეტის შემოსულობებმა წინა წლის გარდამავალი ნაშთების გარეშე შეადგინა 32956,3 ათ.ლარი, რაც წლიური გეგმის 58,51%-ია, ხოლო ფაქტიურმა საკასო ხარჯებმა 29595,38 ათ.ლარი,  რაც წლიური გეგმის 48,22%-ია.

საკრებულოს წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ ზემო აღნიშნული საკითხი შეტანილ იქნას ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე ცნობად მიღების მიზნით.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი