ოზურგეთის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის გეგმის და სარეზერვო ფონდის ხარჯვის პირველი კვარტლის ანგარიშის შესახებ იმსჯელეს.
კომისიის თავმჯდომარემ გელა ჩავლეშვილმა კომისიის წევრებს გააცნო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი ანგარიში, როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯვით ნაწილში კონკრეტული მუხლების მიხედვით. აღინიშნა, რომ ბიუჯეტის შესრულების დინამიკა შემოსავლების ნაწილში დადებითია, წლის ფისკალური გეგმის შესრულებას საფრთხე არ ემუქრება. კომისიამ ცნობად მიიღო ინფორმაცია სარეზერვო ფონდის ხარჯვის პირველი კვარტლის ანგარიშის შესახებ, საკრებულოს წევრების შეკითხვებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენელი პასუხობდა.
კომისიამ დასკვნა დაამტკიცა, მიზანშეწონილად მიიჩნია 2022 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის გეგმის შესრულების ანგარიში წარდგენილ იქნას საკრებულოსა და ბიუროს სხდომებზე განხილვისა და ცნობად მიღების მიზნით.
მსგავსი სტატიები