ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, მერიის მიერ წარმოდგენილი ანგარიში -ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის გეგმის შესრულების შესახებ განიხილეს. კონკრეტული მუხლების მიხედვით იმსჯელეს, როგორც შემოსავლების ასევე ხარჯვით ნაწილზე. აღინიშნა, რომ ბიუჯეტის შესრულების დინამიკა შემოსავლების ნაწილში დადებითია, წლის ფისკალური გეგმის შესრულებას საფრთხე არ ემუქრება.
კომისიის წევრები, ასევე, გაეცნენ მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ხარჯვის პირველი კვარტლის ანგარიშსაც. ორივე საკითხი კომისიამ ცნობად მიიღო.
მსგავსი სტატიები