“თვითმმართველობა განათლებისთვის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ამჯერად, თვითმმართველობის საკითხებსა და მონაწილეობით ფორმებზე საინფორმაციო შეხვედრა ბოხვაურისა და შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, საკრებულოს წევრებთან ერთად მოქალაქეებს თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ჩართულობის ინსტრუმენტებსა და მონაწილეობით ფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია.
ელექტრონული პეტიცია, სამოქალაქო ბიუჯეტი, სხდომების პირდაპირი ტრანსლირება, სმს სისტემა, ონლაინ გამოკითხვა და სხვა. ის მექანზმებია, რომლებიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წლების წინ დაინერგა და მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა გამჭვირვალობასა და საჯარო მმართველობაზე, რომლის უზრუნველსაყოფად ღია მმართველობა პარტნიორობის ფარგლებში, ოზურგეთმა არაერთი აქტივობა განახორციელა.
თვითმმართველობის საკითხებზე, ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლების კამპანია სკრებულომ, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან (პროგრესის სახლი, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი, ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი) ერთად დაიწყო.
დღეს მოსახლეობასთან შეხვედრებს საკრებულოს წევრები და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მსგავსი სტატიები