„თვითმმართველობა განათლებისთვის“ ფარგლებში, თვითმმართველობის საკითხებსა და მონაწილეობით ფორმებზე, ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლების კამპანია გრძელდება.
ამჯერად, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, საკრებულოს წევრ ნინო ნადირაშვილთან ერთად და საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის წარმომადგენელმა ლევან ხინთიბიძემ, შეხვედრა მოქალაქეებთან საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართეს და მათ თვითმმართველობის მნიშვნელობაზე, ჩართულობის ინსტრუმენტებსა და მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
“ოზურგეთის მუნიციპლიტეტის საკრებულო რამდენიმე წელია აქტიურად იყენებს სხვადასხვა მექანიზმებს მოქალაქეთა გააქტიურების მიზნით თვითმმართველობის პროცესში. ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დავნერგეთ და გთავაზობთ მონაწილეობის არაერთ ინსტრუმენტს, რათა კიდევ უფრო ეფექტური გავხადოთ თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა” – აღიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.
შეხვედრა საკრებულოს, მერიის და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების, პროგრესის სახლის, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის, ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტის წარმომადგნელების ჩართულობით იმართება და
თვითმმართველობის მნიშვნელობის პოპულარიზაციას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის წახალისებას ემსახურება.
„თვითმმართველობა განათლებისთვის“ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა „ღია მმართველობა პარტნიორობის“ ფარგლებში პარტნიორ ორგანიზაციებთან და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, 2016 წლიდან დაიწყო და დღემდე წარმატებით ახორციელებს.
მსგავსი სტატიები