ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დვაბზუს ადმინისტრაციულ ერთეულში, „თვითმმართველობა განათლებისთვის“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა.
თვითმმართველობის საკითხებსა და მონაწილეობით ფორმებზე, ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლების კამპანია სკრებულომ, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან (პროგრესის სახლი, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი, ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი) ერთად დაიწყო.
დღეს, შეხვედრაზე თვითმმართველობაში სამოქალაქო მონაწილეობის ფორმებსა და ჩართულობის ინოვაციური ინსტრუმენტებზე მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, მაჟორიტარ დეპუტატ მარიკა ჩხიკვიშვილთან ერთად და ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტის წარმომადგენელმა ოთარ რევიშვილმა.
მოსახლეობასთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა თვითმმართველობის მნიშვნელობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის წახალისების აუცილებლობა. ასევე, დეტალურად განიმარტა ჩართულობის ყველა ის მექანიზმი, რომელიც ოზურგეთის მუნიციპლიტეტში წლებია დანერგილია, მათ შორის: ელექტრონული პეტიცია, სამოქალაქო ბიუჯეტი, სმს-სისტემა, სხდომების პირდაპირი ტრანსლირება და სხვა.
სოფელ დვაბზუში მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები ნინო ჭანიშვილი, ქეთევან ხომერიკი და მერის წარმომადგენელი.
„თვითმმართველობა განათლებისთვის“ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა „ღია მმართველობა პარტნიორობის“ ფარგლებში დაიწყო. კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთა საინფორმაციო შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება.
მსგავსი სტატიები