ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ა.(ა).ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი, რომლის დაქვემდებარებაში არის 43 საბავშვო ბაღი, 807 თანამშრომელი და 2 670 აღსაზრდელი.
ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ა.(ა).ი.პ. ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ 2018 წლის ბიუჯეტი შეადგენდა 3 400 000 ლარს. აქედან სახელფასო ფონდია 2 475 600 ლარი, ბავშვთა კვებაზე გამოყოფილია 1 110 500 ლარი.
მიმდინარე წელს ბაღების თანამშრომელთა ხელფასები გაიზარდა. მატებამ შეადგინა 272 981 ლარი.
ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, რომელიც ითვალიწინებს კვების თანამედროვე სტანდარტებისა და რეგულაციების დანერგვას, ბაღები ახალ მენიუზე იქნა გადაყვნილი.
მოწესრიგდა კვების ბლოკი, შეძენილი იქნა 16 900 ლარის ღირებულების 26 მაცივარი, ასევე შეძენილი იქნა ავეჯი, სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები, საოფისე ტექნიკა, სათამაშოები.
ბაღების ინფრატრუქტურის გაუმჯობესების მიზნით სკოლამდელ დაწესებულებებში ჩატარდა კვლევა. გამოვლენილ ნაკლოვანებებზე შედგა ხარჯთაღრიცხვები. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადდა ტენდერი.
33 სკოლამდელ დაწესებულებაში მიმდინარეობს 254 485 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები.
კაპიტალურად შეკეთდა ქალაქ ოზურგეთის N4 ბაღი.
ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ახალი ბაღი აშენდა დაბა ურეკში.
აღნიშნულ ბაღებს დაემატა სააღმზრდელო ჯგუფები.
მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი მიმდინარეობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისად. ფუნქციონირებს სასკოლო მზაობის ჯგუფები. ხორციელდება სტანდარტის შესრულების მონიტორინგი.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ვადებში დაიწყო საბავშვო ბაღების მეთოდისტების გადამზადება. აღმზრდელთა პროფესიული განვითარების მიზნით დაფინანსდა სასკოლო მზაობის ჯგუფების აღმზრდელთა ტრენინგი. ტრენინგით გათვალისწინებული პროგრამა 64 აღმზრდელმა გაიარა.
მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში დანერგილი ახალი სტანდარტები მოითხოვს შესაბამის ფინანსებს. ამიტომ, 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ყველა ის მნიშვნელოვნი საკითხები, რაც გამოვლინდა მუშაობის პროცესში.
საბავშვო ბაღების საკონტაქტო ინფორმაცია