“თვითმმართველობა განათლებისთვის” ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, „თვითმმართველობა განათლებისთვის“ ფარგლებში, თვითმმართველობის საკითხებსა და მონაწილეობით ფორმებზე, ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლების კამპანია დაიწყო.
პირველი ერთობლივი შეხვედრა საკრებულოს, მერიის და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების, პროგრესის სახლის, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის, ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტის წარმომადგნელების ჩართულობით, სოფელ ოზურგეთში გაიმართა.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლავრენტი ბიგვავამ, მაჟორიტარ დეპუტატთან, მერის წარმომადგნელთან ერთად და საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის წარმომადგენელმა ლევან ხინთიბიძემ
ადგილობრივ მოსახლეობას, თვითმმართველობაში სამოქალაქო მონაწილეობის ფორმებსა და ჩართულობის ინოვაციური ინსტრუმენტებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
მოსახლეობასთან ერთად ისაუბრეს ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზეც.
ცნობიერების ამაღლების კამპანია ითვალისწინებს თვითმმართველობის მნიშვნელობის პოპულარიზაციას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის წახალისებას.
„თვითმმართველობა განათლებისთვის“ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა „ღია მმართველობა პარტნიორობის“ ფარგლებში პარტნიორ ორგანიზაციებთან და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, 2016 წლიდან დაიწყო და დღემდე წარმატებით ახორციელებს.
მორიგი შეხვედრა ხვალ, 17 მაისს 15:00 საათზე, ქალაქ ოზურგეთში, საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართება, დასწრება თავისუფალია.

მსგავსი სტატიები