“თვითმმართველობა განათლებისათვის” ფარგლებში, ოზურგეთის საკრებულოს წევრების შეხვედრები მოსახლეობასთან გრძელდება.
საკრებულოს წევრებმა თვითმმართველობის საკითხებზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დანერგილ მონაწილეობით ფორმებსა და ჩართულობის ინოვაციურ ინსტრუმენტებზე ინფორმაცია, ამჯერად, ლიხაურის მოსახლეობას მიაწოდეს.
იქვე გააცნეს ახალი მექანიზმი, რომელიც თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობისა და საჯაროობის მიმართულებით, არასამთავრობო სექტორთან პარტნიორობით, ინერგება. კერძოდ, სმარტ ეკრანების შესახებ, რომლებზედაც საჯარო და მუნიციპალური სერვისების შესახებ ინფორმაციები განთავსდება და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის იქნება ხელმისწვდომი.
საკრებულოს წევრებმა მოსახლეობასთან ერთად ისაუბრეს ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზეც.
შეხვედრები ითვალისწინებს თვითმმართველობის მნიშვნელობის პოპულარიზაციას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის წახალისებას.
შეხვედრას ლიხაურში, საკრებულოს წევრები, აპარატის უფროსი და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მსგავსი სტატიები