ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა დღეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
საკრებულომ განიხილა და დაამტკიცა:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ნორმატიული აქტის პროექტი;
საკრებულოს გადაწყვეტილებით ცვლილებები აისახა მერიის დებულებაში;
მერს თანხმობა მიეცა, ქ. ოზურგეთში მეცნიერების ქუჩა N16-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულიების მიწის ნაკვეთის და მასზედ მიმაგრებული შენობა-ნაგებობის,
ქალაქ ოზურგეთში მერაბ კოსტავას ქუჩა N1-ში მდებარე 46,2 კვ. ფართის და
უძრავი ქონების შპს ,,სატისი“-სთვის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე.
საკრებულომ ცნობად მიიღო ინფორმაცია, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ცვლილების შესახებ. ფრაქციას, თორნიკე გოგუაძე უხელმძღვანელებს.
სხდომის დასასრულს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის წარმომადგენელმა, საკრებულოს წევრებს პროექტის, „ ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება (Links)” , მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პროექტი, მიზნად ისახავს ცოდნის, უნარების განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმების, რესურსებისა და ღონისძიებების ხარისხის,
ხელმისაწვდომობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდას რეგიონში. საკრებულოს წევრებთან კომუნიკაციის შედეგად გადაწყდა, რომ მოქალაქეთა მეტი ინფორმირების მიზნით მოეწყოს შეხვედრები ადმინისტრაციულ ერთეულებში. საკრებულოს წევრებმა მზადყოფნა გამოთქვეს , თავად ჩაერთონ საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებაში.