7 აპრილი ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა, ამ დღესთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ, მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსთან მარინა ჯაფარიძესთან და კულტურის განყოფილების ხელმძღვანელთან, მაიზერ ცელაძესთან ერთად სამედიცინო ცენტრები მოინახულეს და სამედიცინო პერსონალს COVID 19-ის მართვაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.
მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ: ა.(ა).ი.პ. ლეკიანის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკა „დასტაქარი“ და შპს „მეტაკო ნეფროლოგიისა და ჰემოდიალიზის ცენტრი.“
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ყოველი წლის 7 აპრილს, ცდილობს რომელიმე ერთი დაავადების შესახებ მოსახლეობაში ცნობიერება აამაღლოს. წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დევიზად “უფრო სამართლიანი, ჯანმრთელი სამყაროს მშენებლობა” აირჩია. კამპანიის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ყურადღების გამახვილება, რომ თითოეულ ადამიანს, უფლება აქვს ჰქონდეს მიიღოს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება.
#ჯანმრთელობისსაერთაშორისოდღე#სამედიცინოცენტრებისდაჯილდოება#ოზურგეთი2021 #გურია