ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის მესამე კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა გრძელდება.
ამჯერად, სამმა დარგობრივმა კომისიამ ინფრასტრუქტურის, განათლებისა და აგრარულ საკითხთა კომისიებმა იმსჯელეს და ინფორმაცია მოისმინეს ზემო აღნიშნულ საკითხზე.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, საკრებულოს წევრების კითხვებს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი პასუხობდა.
კომისიებმა დადებითი დასკვნა შეიმუშავეს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ აღნიშნული საკითხი შეტანილ იქნას ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე ცნობად მიღების მიზნით.