საკრებულოს სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის, აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსთა საკითხების კომისიების ერთობლივი სხდომაზე ორი საკითხი განიხილეს. კომისიების წევრებმა იმსჯელეს 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების პირველი კვარტლის ანგარიშის შესახებ და მიზანშეწონილად მიიჩნიეს მისი საკრებულოს სხდომაზე განხილვა. კიდევ ერთი საკითხი, რომელზედაც კომისიებმა დადებითი დასკვნა შეიმუშავეს, 2020-2023 წლების საშუალო ვადიანი განვითარების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ- საკრებულოს განკარგულების პროექტს ეხება. საკრებულო აღნიშნულ საკითხებზე უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს.