ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციას ოზურგეთის საკრებულოც შეუერთდა. საკრებულოს წევრებმა, აპარატის თანამშრომლებმა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მერიის წარმომადგენლებმა კურორტ შეკვეთილის სანაპირო ზოლი და მიმდებარე ტერიტორია მყარი ნარჩენებისგან გაწმინდეს. „შეკვეთილში დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც საკრებულო ჩაერთო. აქციის მიზანია, გავუფრთხილდეთ, დავიცვათ გარემო და ამასთანავე რაც შეიძლება მიმზიდველი კურორტი დავახვედროთ ჩვენს დამსვენებლებს, ტურისტებს. ეს არ არის ერთჯერადი აქცია, საკრებულო მსგავსი ტიპის ღონისძიებებში პერმანენტულად მიიღებს მონაწილეობას.”- აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ