“თვითმმართველობა განათლებისათვის” ფარგლებში, მოსხლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და საკრებულოს წევრები, დაბა ნასაკირალისა და შრომის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ მუნიციპალიტეტში დანერგილ მონაწილეობით ფორმებსა და ჩართულობის ინოვაციურ ინსტრუმენტებზე მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრები თვითმმართველობის მნიშვნელობის პოპულარიზაციას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის წახალისებას ითვალისწინებს. საკრებულოს წევრებმა ადგილობრივებს აქტიურობისაკენ მოუწოდეს, გამოიყენონ ყველა არსებული მექანიზმი, რათა გაუადვილდეთ თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ჩართულობა. შეხვედრებს სოფლებში საკრებულოს წევრები, აპარატის უფროსი და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ